ენათმეცნიერება

         არნოლდ სტეფანეს ძე ჩიქობავა -  26 მარტი [ძვ. სტ. 14 მარტი] 1898, საჩიქობავო - 5 ნოემბერი, 1985, თბილისი) - ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, აკადემიკოსი, 
იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.


          კორნელი დანელია - დაიბადა 15 ივნისს, 1934 წელს . ნაჯავახომარტვილის 
რაიონდაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის 
ფილოლოგიის ფაკულტეტი.  გარდაიცვლა 28 სექტემბერი, 1997  (63 წლის ასაკში).



   ვარლამ ტრიფონის ძე თოფურია -  8 იანვარი, 1901, სოფელი ონტოფო, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი -. 21 აგვისტო, 1966,თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946). სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თსუ-სა (1936-1966) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1936-1966, ჯერ ლექსიკოლოგიის, შემდეგ ქართველურ ენათა განყოფილების გამგე; 1941-1943 წლებშიენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1943-1949 წლებშიდირექტორი). 1945 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა მისი ინიციატივით დაარსებულ ახალი ქართული ენის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.



   იოსებ ალექსის ძე ყიფშიძე -  25 აგვისტო, 1882, სოფელი რგანი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი -  21 თებერვალი 1919,თბილისი) - ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი. თსუ-ის გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი, ქართული ენის კათედრის გამგე (1918-1919).


No comments:

Post a Comment