ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი - დაარსდა 1921
წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.
წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.
პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ–ნაკრძალი – დაფუძნდა 1979 წელს, მოიცავს ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს - ნოქალაქევი (ციხე-გოჯი, არქეოპოლისი).
ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი – მუზეუმი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, დაარსდა 1978 წელს.
გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - დაარსდა 1957 წელს.
წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი – მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. მუზეუმში დაცულია შემთხვევითი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მასალა, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს:პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს (კოლხური ცულები,
თოხები, შუბისპირები) პერიოდს. მუზეუმში მრავლადაა წალენჯიხის მხარის XIX-XX სს-ის დასაწყისის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები (სამეურნეო და საბრძოლო იარაღები, თიხის, ხის,
მინისა და სპილენძის საოჯახო ჭურჭელი და სხვა), რაიონის ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა ფოტო და დოკუმენტური მასალები. დაფუძნების თარიღი: 2001 წელი.
ტერენტი გრანელის სახლ–მუზეუმი – მდებარეობს წალენჯიხის
მუნიციპალიტეტში. ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1987 წ. 12 ნოემბერს დაკავშირებულია პოეტის დაბადებიდან 90-ე წლისთვის იუბილეს აღსანიშნავად. ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი არის დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პოეტის შესახებ ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, აღრიცხვას, შესწავლასა და პოპულარიზაციას. განთავსებული მასალები გამოსცა და განალაგა გიორგი ლეონიძის სახელობის ხელთნაწერთა ინსტიტუტმა.
მუნიციპალიტეტში. 2004 წლის 27 ნეომბერს საქართველოს ეროვნული გმირის, გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის ჟიული შარტავას დაბადების მე-60 წლისთავზე გაიხსნა მისივე სახელობის მუზეუმი.
No comments:
Post a Comment