ხობის მონასტერი (ნოჯიხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. დედათა მონასტერი) მდებარეობს ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიაზე, ხობის ცენტრიდან 4 კმ.
ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი (1825-1830 წწ.) – მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის (მაცხოვრის კარის) ტაძარი (XV-XVI სს) – მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X–XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა) — ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა.
მარტვილის მონასტერი — ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი ქალაქ მარტვილში, სამეგრელო.
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი — X საუკუნის ტაძარი ქ. წალენჯიხის განაპირას, შემაღლებულ გორაკზე.
No comments:
Post a Comment