სამზარეულო

კუჭ - მაჭი (ჯურჯანი)


    საქონლის შიგნეულობა მოვხარშოთ და დავჭრათ წვრილად.   მოვთუშოთ ხახვი და ტომატიქვაბში ჩავყაროთ შიგნეულობა,
დავუმატოთ სუნელები (ხმელი ქინძინიორიქონდარიწიწაკა
უცხო სუნელი), მარილი დაძმარი გემოვნებითსუფრასთან 
მივიტანოთ ცხელი.


საწებლები:

1.აჯიკა (მწვანე) ცხარე და ტკბილი მწვანე წიწაკაქინძი,
ოხრახუში სა და ნიახურის გაფოთლილი ღეროები (ნორჩი),
ცერეცო და ნიორი გავატარით ხორც საკეპ მანქანაშიშემდეგ
დავამატოთ დანაყილი ქინძის თესლიღვილის ძმარიმარილი დაკარგად ვურიოთმიღებული მასალამოვათავსოთ ქილაშიისე
რომ 0,75 შეავსოსმოვუკრათ თავი დაშევინახოთ მშრალგრილ   ადგილასასეთი აჯიკის მომზადება სასურველია ოქტომბრის თვეში.



2.აჯიკა (წითელი) ცხარე და ტკბილი წითელი წიწაკა გავარჩიოთ,თესლი გამოვაცალოთ და გავრეცხოთგაფოთლილი ქინძი,
ოხრახუშირეჰანიცერეცონიახურინიორიწიწაკასთან ერთად
გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაშიშემდეგ დავამატოთ უცხო
სუნელიზაფრანახმელი ქინძიმარილიკარგადავურიოთ
ჩავდოთ ქილებშიმოვუკრათ თავი და შევინახოთ.



 გებჟალია
                     თითქმის ისევე მზადდება როგორც სულუგუნიმხოლოდ
მდუღარიდან გადმოღებული ყველის მასა იზილება წინასწარ
დანაყულ პიტნასთან ერთადმიღებული პიტნიანი სულუგუნი
იჭრება.


კუპატი
        საშობაოდ დაკლული ღორის ნაწლავებისაგან ამზადებენ კუპატს
ძალიან დიდ ხანს და ყურადღებით რეცხავენ ნაწლავებს (სოდითმარილით ან ღერღილით). აარჩევენ თანაბარი ზომის რამოდენიმენაწლავს და შეინახავენ ცალკედანარჩენს გაავლებენ ნელ-თბილ წყალს და დადგამენ მოსახარშად ღორის ფილტვთან
ღვილძთან და ელენთასთან ერთადმოხარშულ ნაწილებს
დაჭრიან წვრილად მოაყრიან ქონდარსმარილსწითელ წიწაკას და ბროწეულის მარცვლებსმიღებულ მასას ჩატენიან მოუხარშავგადაბრუნებულ ნაწლავებშიმოუკრავენ თავს და ჩამოჰკიდებენ
ჰაერზე ან კვამლზე გასაშრობადასეთი  წესით დამზადებული
კუპატი გაზაფხულამდე ინახებასუფრასთან მიაქვთ ღომთან 
ერთად. 




 საცივი

ინდაურს ჯერ ხარშავენ და შემდეგ წვავენუკვე გაცივებულ 
ნახარშში ურევენ წვრილად გატარებულ ნიგოზს,დანაყილ ნიორ,ხახვს ზაფრანას უცხო სუნელსხმელქინძსმარილიან წიწაკას
ამ მასას ატარებენ საცერში და შიგაწყობენ ხორცის ნაჭრებს
ზემოდან ასხამენ ნიგვზისზეთსსუფრასთან მიაქვთ ღომთან
ერთად.



ღომი (ღუმუ)

          ღომის მარცვლები გავარჩიოთრამოდენიმეჯერგავრეცხოთ,  დავასხათ ზედ თბილი წყალიდავდგათ ცეცხლზეადუღებისას 
მოყენებული ქაფი მოვხადოთ და ვხარშოთშემდეგ დავზილოთ 
მოგრძო მრგვალი ჯოხით (სუთით), დავახუროთ ქვაბს სახურავი და ნელ ცეცხლზე მოვშუშოთღომი როცა წყალს კარგად 
შეიშრობს და მარცვლები მოხარშული იქნება,ხელმეორედ 
დავზილოთ სუთითდავასველოთ ჩოგანი წყლითდა გადავიღოთ თითო-თითო თეფშზე.



ელარჯი 

        მოვხარშოთ ღომი ჩვეულებრივი წესითმერე გადმოვიღოთ
ცეცხლიდანჩავყაროთ შიგ ცხელ ნაჭრებად დაჭრილი მსუქანი
ჭყინტი ყველი ან ახლად ამოყვანილი სულუგუნისუთით კარგადავურიოთდავდგათ ისევ ცეცხლზე და ვურიოთსანამ ყველი
კარგად არ ჩაიზილება ღომში.



შებოლილი სულუგუნი (სელეგინი)

 სულუგუნი მეგრული სამზარეულოს განსაკუთრებულიკერძია.
იგი მზადდება  ამოსული ჭყინტი ყველისაგან.  ჭყინტყველს 
დაჭრიან თხელ ნაჭრებად და ჩაყრიან მდუღარეშიერთი-ორი წუთის შემდეგ გადმოიღებენ მასას და მოზელენმიიღება
სულუგუნისულუგუნს მოაყრიან მარილს და რამოდენიმე დღე
აჩერებენ მარილშიამის შემდეგ ააცმევენ თოკზე და დაკიდებენ
შუა ცეცხლის თავზე გამოსაშრობად., სადაც შეიბოლება და

ღებულობს სასიამოვნო კვამლის გემოს.







  სიმინდის ფქვილის ხაჭპური (ჭვიშტარი)

   სუფთად გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვზილოთ რძესა და
მაწონშიავურიოთ ერთიორი კვერცხიამოვაგუნდაოვთ
გუნდაგავყოთ ორ ნაწილად და გავაბრტყელოთერთი ფენა 
დავდოთ გახურებულ ქვის კეცზემოვაყაროთ 5-6 ჩაის ჭიქა 
და ფქვილი იმერული ყველიდავაფაროთ ზემოდან ცომის მეორე ნახევარიდან გავაბრტყელოთზემოდან მოვასხათ დაფხვნილი 
ყველისა დაკვერცხის ნარევიდავადოთ თუნუქის სახურავი
დავაყაროთ ნაცარნარევი რაკვერცხლები და გამოვაცხოთ 
გაწითლებამდე.


მჭადი  (ჭკიდი)
    მოვამზადოთ ისეთივე ცომიროგორც ტაფაზე გამომცხვარი
მჭადისათვისამოვიღოთ პატარ-პატარა გუნდები მივცეთ 
მოგრძო ფორმადავალაგოთ ფქვილმოყრილ თუნუქის
ფურცელზე და შევდგათ ძალიან გახურებულ გაზქურაში
10- 15 წუთის შემდეგ გაზს მოვუკლოთ და დაბალ პარზე 
გავაგრძელოთ ცხობაროცა მზად იქნებაცხელ ხცელი 
მივიტანოთ მაგიდაზე.



ხაჭაპური 
   მაწონში მოვზილოთ რბილი ცომიმოზელის ბოლოს ცომი 
გავაბრტყელოთმოვაყაროთ ცოტა სოდაგადმოვაბრუნოთრომ
სოდა თანაბრად განაწილდეს ცომზეგადავკეცოთ
გავაბრტყელოთ და კიდევ მოვაყაროთ სოდაასე გავიმეოროთ
სამჯერბოლოს მოვაყაროთ ფქვილი,დავაფაროთ სუფთა ტილო
და სითბოში გავაჩეროთმოვჭრათ ცომი სასურველი ზომის
ხაჭაპურისათვისგავაბრტყელოთმოვათავსოთ ზედ ყველი
მოვუკრათ პირი და დავდოთ გაცხელებულ ტაფაზე
გადავაფაროთ სახურავიროცა ერთი მხარე გამოცხვება,
გადავაბრუნოთ გა გამოვაცხოთ მეორე მხარე თავდაუხურავად
ხა ჭაპური გადმოვიგოთ თეფშზე და ცხელ-ცხელს წავუსვათ
        კარაქიასეთი ცომი შეიძლება შევინახოთ მაცივარში                     2-3 დღე.ყველის მომზადებაიმერული ან ქართული ყველი 
ბრტყელ ნაჭრებად დავჭრათდავასხათ წყალი და გავაჩეროთ 
წყალშიმერეკარგად გავწუროთ და ავურიოთ შიგ კვერცხი.


No comments:

Post a Comment